თბილისის მერის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს
თბილისის მერის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს. სამუშაოებში ჩართულები იქნებიან ექსპერტები, რომლებიც შესაბამისი კვლევის საფუძველზე იზრუნებენ ისტორიული იერსახის დაცვასა და შენარჩუნებაზე. რეაბილიტაციის სავარაუდო ხანგრძლივობა ორი წელია.
