ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში ოსკარზე საქართველოდან წარდგენილი ფილმის "მოქალაქე წმინდანი" ჩვენება გაიმართა
ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში ოსკარზე საქართველოდან წარდგენილი ფილმის "მოქალაქე წმინდანი" ჩვენება გაიმართა. ვირტუალური დისკუსია წარიმართა ნომინირებული ფილმის რეჟისორისა და პროდიუსერის მონაწილეობით, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი შთაბეჭდილებები გაეზიარებინათ და ფილმის ავტორებისთვის კითხვები დაესვათ.
