„მიმღერეს“ მესამე სეზონი „იმედზე“
დღეიდან, ყოველ სამშაბათს ჩვენს ეთერში მუსიკალური დღესასწაული ბრუნდება - იმედის ორიგინალური პროექტი „მიმღერე“ მესამე სეზონს იწყებს. ცნობილი შემსრულებლების, თუ მუსიკოსების გვერდით მათი ოჯახის წევრები და მეგობრები, ასევე შოუს გასული სეზონების მონაწილეებიც გამოჩნდებიან. დღეს, „ღამის შოუს“ დასრულებისთანავე, „იმედზე“ „მიმღერეს“ მესამე სეზონის პირველი ეპიზოდი გელით.
სიუჟეტის ავტორი: სალომე შანშიაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
