სინგაპურის სასამართლოს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ
სინგაპურის სასამართლომ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას უარი უთხრა როგორც პირველი, ასევე მეორე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და სრულად გაიზიარა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების პოზიცია. კერძოდ, „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაევალა სინგაპურის პირველი ინსტანციის სასამართლოს უზრუნველსაყოფად, სინგაპურის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 742 მილიონი დოლარის განთავსება. ამ ვალდებულების შესასრულებლად „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას, 21 დღის ვადა განესაზღვრა. საქმის დეტალებზე დღეს ქრონიკის ეთერში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ ისაუბრა.
