ზურაბიშვილის ქვეყნის საზიანო გზავნილი
საშიში, საერთაშორისო ურთიერთობების დამაზიანებელი განცხადებები - სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე დღეა მმართველი გუნდის მწვავე კრიტიკის ობიექტია. მისი სიტყვები ჩინეთის პრეზიდენტის შესახებ სამარცხვინო იყო, რის გამოც, მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია - ასე აფასებენ მმართველ გუნდში პრეზიდენტის ინტერვიუს, რომელიც მან ფრანგულ არხს მისცა. ის რომ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, ამას სავარაუდოდ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც მიხვდნენ, ორბელიანების სასახლეში ჩინეთის ელჩს უმასპინძლეს და ზურაბიშვილის გამო თავიც იმართლეს.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები