პრემიერის შეხვედრა დიპლომატებთან
ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩები პრემიერ-მინისტრს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავენ. ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ლანჩის ფორმატში დიპლომატებს შეხვდა, რომელიც მათივე ინიციატივით გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკომისიის რეკომენდაციის ისტორიულ მნიშვნელობას და დიპლომატიურ კორპუსს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ასევე შეჯამდა მთავრობის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმები და ის პროგრესი, რომელიც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციის შესაბამისად, ქვეყანა დეკემბერში კანდიდატის სტატუსს უკვე ოფიციალურად მიიღებს.
