პრემიერი ავსტრიის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა
ევროპული გზის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერისთვის მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის ელჩსაც. ირაკლი ღარიბაშვილმა და კლაუდია არპამ ქვეყნებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე, ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციასა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოს მიერ გაწეული ინტენსიური მუშაობისა და მიღწეული შედეგების მკაფიო აღიარებაა და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისთვის თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრიის რესპუბლიკა, საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს.
