ზურაბიშვილის განცხადება - პოლიტიკური შეფასებები
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. ინფორმაციას პრეიზდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ შეხვედრზე ადმინისტრაციის უფროსმა ელჩს განუმარტა, რომ ფრანგული არხისთვის მიცემულ ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან არანაირი ფორმით არ ყოფილა მინიშნება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაზე და კონკრეტულად ჩინეთის პრეზიდენტზე. პრეზიდენტის პასუხი კი შეეხებოდა მხოლოდ იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის გამოც, მთავრობას ბოდიშის მოხდა მოუწია. სამარცხვინოს უწოდებს მმართველი გუნდის თავმჯდომარე. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც საპრეზიდენტო ვადა მალე ამოეწურება, ცდილობს საკუთარი რესურსი ქვეყნის საზიანოდ მიმართოს.