სამნიძის განცხადება და მმართველი პარტიის პასუხი
ხათუნა სამნიძე კახა კალაძის იმ განცხადებას პასუხობს, სადაც თბილისის მერმა თქვა, რომ მისთვის, გამოცდილებიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია ევროინტეგრაციის გზაზე ახალი დათქმების შესრულების მიზნით, ოპოზიციასთან თანამშრომლობა. სამნიძე ამბობს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია. ხათუნა სამნიძეს მისივე განცხადება შეახსენა მმართველმა გუნდმა. საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც სამნიძემ აღიარა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ მუშაობდნენ.
