პოლიტიკური განცხადებები
პარლამენტის სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. დეპუტატებმა ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ხსოვნას პატივი მიაგეს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ მკვლელობამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქვეყნის მთავარი სიმძიმე არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა და ოკუპაცია. სწორედ ოკუპაციაზე, თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესსა და ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები სესიაზე.
