საარჩევნო ბარიერი
ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევას ითხოვს, ამ მოთხოვნის პარალელურად იმასაც ამტკიცებენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ საკითხის გადახედვა არ იგეგმება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე აცხადებს, რომ ძალაში უნდა დარჩეს 5-პროცენტიანი ბარიერი, რომელიც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების სტაბილურად განვითარებისთვის.
