„გორბის“ კვლევა - პოლიტიკური შეფასებები
„გორბის“ კვლევას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია, ისინი მიიჩნევენ, რომ მათი რეიტინგი იმაზე მაღალია, ვიდრე კვლევაშია ასახული. მმართველი გუნდის განცხადებით კი, კვლევის შედეგი პირდპირ კავშირშია ოპოზიციის ქმედებებთან და იმ რეალობასთან, რომელიც ოპოზიციურ პარტიებშია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ კვლევა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის გამოქვეყნებამდეა ჩატარებული, მათი თქმით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, კიდევ უფრო გაზრდილი იქნება.
