„გორბის“ კვლევა
კითხვაზე- დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა. „ქართული ოცნება“ 55%, „ნაციონალური მოძრაობა“-„სტრატეგია აღმაშენებლი“ 20%, 4% აქვს ჯაფარიძე-ხოშტარიას „გირჩი“-„დროას“, ასევე 4% აქვს „ლელოს“, 3-3% მიიღეს „ევროპულმა საქართველომ“ და გიორგი გახარიას პარტიამ, 2% „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე 2% აქვს „ლეიბორისტულ პარტიას“, 1-1% მიიღეს „მოქალაქეებმა“ და იაგო ხვიჩიას „გირჩმა“, სხვა დანარჩენმა პარტიებმა კი ერთად 5%. კვლევა ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ ჩაატარა. მოსახლოება 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. ჯამში 2 024 სრულწლოვანი რესპონდენტი. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2.2%-ია.
