"გორბის" კვლევა - პოლიტიკური შეფასებები
კითხვაზე დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა. “ქართული ოცნება” 55 %, “ნაციონალური მოძრაობა-სტრატეგია აღმაშენებლი” 20 %, 4 % აქვს “ჯაფარიძე-ხოშტარიას” “გირჩი-დროას” , ასევე ოთხი პროცენტი აქვს “ლელოს”, სამ-სამ პროცენტი მიიღეს “ევროპულმა საქართველომ” და გიორგი გახარიას პარტიამ, ორი პროცენტი “პატრიოტთა ალიანსს”, ასევე ორი პროცენტი აქვს “ლეიბორისტულ პარტიას” , თითო-თითო პროცენტი მიიღეს “მოქალაქეებმა” და იაგო ხვიჩიას “გირჩმა”, სხვა დანარჩენმა პარტიებმა კი ერთად ხუთი პროცენტი. კვლევა ტელეკომპანია „ იმედის „ დაკვეთით “გორბიმ” ჩაატარა. “გორბის” კვლევის შედეგებს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
