ბათუმში მედიაციისა და ყოფილ პატიმართა რეაბილატაციის სივრცე და არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი გაიხსნა
უწყების ცნობით სააგენტოს რეგიონული შესაძლებლობების გაფართოება ხელს უწყობს 14 წლამდე კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებს, განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირებს და ყოფილ პატიმრებს ადგილზე მიიღონ მომსახურებები, რომელიც მათში დანაშაულის გააზრებას, პროსოციალური უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას ემსახურება.
