სინგაპურის სასამართლომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მიიღო
ბიძინა ივანიშვილისა და “კრედიტ სუისის” სამართლებრივი დავის ახალი გადაწყვეტილება - “კრედიტ სუისი” ვალდებულია ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, 750 მილიონი დოლარი განათავსოს. თუ გადაწყვეტილება არ შესრულდება დაუყოვნებელი აღსრულების პროცედურა დაიწყება. ივანიშვილის და “კრედიტ სუისის” დავა თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომელშიც ბანკის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული.
