საფრანგეთში მზარდი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია გაიმართა
აქციაში მონაწილეობა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ნიკოლა სარკოზიმ და ფრანსუა ოლანდმაც მიიღეს. დედაქალაქის პოლიციის განმარტებით, საერთო ჯამში აქციაში მონაწილეობა მიიღო ასი ათასზე მეტმა ადამიანმა.
