ღაზის სექტორის უმსხვილესმა საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ალ შიფას ჰოსპიტალში მოქმედი ბოლო გენერატორი 11 ნოემბერს გაითიშა და შენობას სასმელი წყალიც მესამე დღეა აღარ მიეწოდება. ჯანმოს ინფორმაციით, მწვავე ჰუმანიტარული პირობების გამო სამედიცინო დაწესებულებაში 36 ახალშობილის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ სამედიცინო დაწესებულებას 300 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, თუმცა ჰამასმა საავადმყოფოს მის მიღებაში ხელი შეუშალა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ალ შიფას საავადმყოფოს ქვეშ ჰამასის შტაბია და შესაბამისად, იერიშების სამიზნეა, თუმცა ცაჰალი მზად არის შენობაში მყოფი პაციენტების ევაკუაცია დაიწყოს.
