იუსტიციის სახლის, რიგით 118-ე ახალი ფილიალი ზესტაფონში 14 ნოემბერს გაიხსნება
ადგილობრივი მოსახლეობა 470-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს. ზესტაფონის იუსტიციის სახლში შესაძლებელი იქნება ქორწინების სერვისით სარგებლობაც, სპეციალურ სარიტუალო სივრცეში. ზესტაფონის იუსტიციის სახლში ოცამდე ადგილობრივი დასაქმდება. იუსტიციის სახლის გახსნასთან ერთად, კიდევ ერთი ახალი მობილური იუსტიციის სახლი დაიწყებს ფუნქციონირებას და მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობას ყველა მათთვის საჭირო სერვისს მიაწოდებს.
