ახალი საბავშვო ბაღი
თბილისის მერმა ჩუღურეთის რაიონში 125-ე საბავშვო ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა. საბავშვო ბაღის ძველი შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებდა. საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, განხორციელდა ძველი შენობის დემონტაჟი, მის ნაცვლად კი აშენდა ახალი, თანამედროვე დიზაინის, ხუთ ჯგუფიანი საბავშვო ბაღი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტებს. საბავშვო ბაღს, ახალი ინფრასტრუქტურით, 150-ზე მეტი აღსაზრდელის მიღება შეუძლია.
