კახეთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ
კახეთში, სოფელ ქეშალოში ქორწილში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ, რის შემდეგაც სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ბაზირგან მაჰმუდოვს, თანასოფლელის განზრახ მკვლელობას ედავებიან. სისხლიანი დაპირისპირება ქორწილში, მოკლულია 29 წლის ახალგაზრდა, რომლისგანაც მაჰმუდოვი ვალის დაბრუნებას ითხოვდა. მაჰმუდოვის მიმართ ფულად ვალდებულებას ადასტურებს მოკლულის ოჯახი, თუმცა განმარტავს, რომ 150 ათასი ლარის დიდი ნაწილი მოკლულს უკვე დაბრუნებული ჰქონდა. დაკავებულს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
