ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ალაპარაკდა და ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებს სთხოვს
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ოპოზიცია საარჩევნო ბარიერის დაწევაზე ალაპარაკდა და ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილებებს სთხოვს. ოპოზიციას, როგორც ჩანს, 5%-იანი ბარიერის გადალახვის იმედი არ აქვს და ახლა ცდილობს ევროკომისიის რეკომენდაცია სათავისოდ გამოიყენოს. რეკომენდაციაში კი ბარიერის დაწევაზე არაფერი წერია, საუბარია მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე. მოქმედი კონსტიტუციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემითა და 5%-იანი ბარიერით ჩატარდება.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
