საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი
სამწლიანი პაუზის შემდეგ ჯორჯ ბალანჩინის IV საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა. ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთაშორისო ფესტივალში ევროპიდან მოწვეული ათი სხვადასხვა ქვეყნის საბალეტო დასის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
