ისრაელ - "ჰამასის" ომი
ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, იმისათვის, რომ იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება, უნდა განადგურდეს ჰამასი. ისრაელის არმია დასახული მიზნის მისაღწევად სახმელეთო ოპერაციას ააქტიურებს. ჰამასი კი მუსლიმანურ სამყაროს ისრაელზე წნეხის გაძლიერებას სთხოვს, ისრაელს ჰუმანიტარული კრიზისისი შექმნაში ადანაშაულებს, თავად კი ალ შიფას საავადმყოფოში საწვავის მიწოდებას ბლოკავს.
