ევროკომისიის დასკვნა და ოპოზიციის სპეკულაციები
კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხუთი კვირა რჩება. ოპოზიცია სპეკულაციებს განაგრძობს, ისევ ცდილობენ ხელისუფლებისა და ხალხის გამიჯვნას, ისევ ამტკიცებენ, რომ სტატუსისთვის მთავრობას არაფერი გაუკეთებია და ევროპელი ლიდერების გადაწყვეტილება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება. ოპოზიციის უსუსურობაზე საუბრობენ მმართველ გუნდში.
