თბილისის 24-ე კინოფესტივალი იწყება
„ევროპული კინოს თვეს“ თბილისიც უერთდება. დღეს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა ლინდსნეი ანდერსონის ფილმის, „იღბლიანის" ჩვენება. ფილმის ჩვენბამდე ფესტივალის ორგანიზატორებმა მაყურებელს თბილისის 24-ე კინო ფესტივალის გეგმები გააცნეს. თბილისის 24-ე საერთაშორისო კინო ფესტივალი 26 ნოემბერს დაიწყება და 3 დეკემბრამდე გაგრძელდება.
