ევროპალია - საქართველო
„ევროპალია საქართველოს“ ფარგლებში ბრიუსელში „დებ ჩამგელიანებისა“ და „დიდგორის“ ერთობლივი კონცერტი გაიმართა. საღამოზე ჭუნირის თანხლებით შესრულდა წინაპართა სიმღერები, სვანურ მითებთან დაკავშირებული ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები. ღონისძიებას საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონცერტმა მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
