ისრაელ-„ჰამასის“ ომი
„ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გათავისულფების პროცესში, პროგრესი შეინიშნება. ცნობილია, რომ სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ „ჰამასის“ მიერ დატყვევებულ 100-მდე ქალსა და ბავშვს. ინფორმაცია ისრაელის მედიაში ვრცელდება. პარალელურად, მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები ალ შიფას საავადმყოფოების კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის ქვეშაც „ჰამასს“ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი.
