დაკავებულ მასწავლებელს პატიმრობა შეეფარდა
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სექსუალური ხასიათის დანაშაულისთვის დააკავებულ მასწავლებელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგიმლობა სრულად დააკმაყოფილა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს და გადაწყვრტილებას გაასაჩივრებს. მასწავლებელს ბრალად ედება მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედება. შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. სავარაუდო დანაშაულის და მუქარის შესახებ 13 წლის ბავშვმა თავდაპირველად კლასელებს უამბო. მასწავლებლები და დირექტორი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგიც.
