კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
პოლიციამ კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია 1 ადამიანი. გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
