მიქელთაძემ „ტეგუს“ ეფექტური გოლი გაუტანა
სამხრეთ კორეის ჩემპიონატის 36-ე ტურში ბექა მიქელთაძემ გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის გუნმა, „ტეგუსთან“ ფრედ 1:1 ითამაშა. მიქელთაძემ მოედანზე 58 წუთი გაატარა, ანგარიში კი მე-19 წუთზე გახსნა. ბექამ სამხრეთ კორეის ჩემპიონატში ჩატარებულ მე-10 შეხვედრაში მე-2 გოლი მიითვალა. გვანჯუ 58 ქულით მე-3 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 25 ნოემბერს, ჯეონბოკს ესტუმრება.
