შენგელიას ორმაგი დუბლი და მატჩის MVP
იტალიის ჩემპიონატის მე-7 ტურში ვირტუს ბოლონიამ ტრევიზო 91:77 დაამარცხა. გამარჯვებაში თორნიკე შენგელიამ უდიდესი წვლილი შეიტანა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ისევ საუკეთესო იყო და მატჩის MVP გახდა. მან 25 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა და ორმაგი დუბლი მიითვალა. შენგელიამ 11-დან 7 2-ქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 3-ქულიანი ააცილა. ბოლონია 6 მოგებით და 1 წაგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 20 ნოემბერს, შინ „ბრეშას“ დაუპირისპირდება.
