მეუფე იაკობი თამაზ გინტურის მკვლელობას გამოეხმაურა
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მეუფე იაკობმა ისაუბრა კირბალში საოკუპაციო ძალების მიერ მოკლულ თამაზ გინტურზე და მომხდარს „სულის შემძვრელი ამბავი“ უწოდა. მისი თქმით, გინტურის საქციელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ქართველები ერთად უნდა იდგნენ, სხვანაირად მტერი არ დამარცხდება.
