ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. დღე-ღამის განმავლობში ფრონტის ხაზზე 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება კუპიანსკის, ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებები. ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 2 ადამიანი. უკრაინა შეტევით ოპერაციას აგრძელებს მელიტოპოლის მიმართულებით.
