ჩინეთ-ევროკავშირის სამიტის სავარაუდო თარიღი
ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთ-ევროკავშირის პირველი სამიტი, სავარაუდოდ, 7-8 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც მედია საშუალებას ევროპელმა დიპლომატმა განუცხადა, ეს არის თარიღი, რომელზეც ორივე მხარე მუშაობს. ის ჯერ საბოლოო არ არის და ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. ჩინეთში დაგეგმილ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. როგორც მოსალოდნელია, სამიტის თავმჯდომარე ჩინეთის პრემიერი იქნება. ამასთან, დაგეგმილია ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინის ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრა.
