ისრაელ-„ჰამასის“ ომი
ისრაელის არმია „ჰამასის“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აგრძელებს და საბოლოო მიზნის მიღწევამდე მის დასრულებას არ აპირებს. საბრძოლო მოქმქდებების ფონზე ღაზის სექტორში შექმნილი სავალალო ჰუმანიტარული ვითარება არაბული და მუსლიმური ქვეყნების საგანგებო სამიტის მიზეზი გახდა, რომლის მონაწილეებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითოვეს. საომარი მოქმედებების დასრულების მოთხოვნით აქციები მსოფლიოს დიდი ქალაქებში, მათ შორის თელ-ავივშიც გაიმართა.
