ევროკომისიის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალურ ოპოზიციაში ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვისაც გულის სიღრმეში სჯერა, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროინტეგრაციის მიმართულებით არაფერი გაუკეთებია. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „შაბათის ქრონიკაში“ ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წლიდან ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გადადგა. რაც შეეხება ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას, თალაკვაძე აბსურდს უწოდებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ დადებითი რეკომენდაცია ხალხმა მიიღო და არა ხელისუფლებამ.
