სპეკულაციები სტატუსის ირგვლივ
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია და ოპოზიციის სპეკულაციები. რადიკალების ნაწილი ამ დრომდე ირწმუნება, რომ ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად არაფერი გაუკეთებია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩაშლას, თუმცა მათი ანტისახელმწიფოებრივი გეგმები ვერ განხორციელდება.
