კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
პოლიციამ კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი ადამიანი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
