„ვალენსიას“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა
ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში „ვალენსია“ მადრიდში „რეალს“ ესტუმრა და 1:5 წააგო. გიორგი მამარდაშვილის გუნდმა ამ მარცხით 4-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. ქართველმა მეკარემ თამაშში 2 სეივი მიითვალა. მან პირველ ტაიმში მცირე დაზიანებაც მიიღო და სამედიცინო შტაბის დახმარება დასჭირდა, თუმცა შეცვლა საჭირო არ გახდა და 90 წუთი ითამაშა. მამარდაშვილმა ესპანურ კარიერაში ერთ მატჩში 5 გოლი პირველად გაუშვა.
