Tbilisi Open 2023
ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა კარატეში. თბილისი ოუფენ 2023-ზე საქართველოს გარდა ლატვიელი, სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები გამოდიან. სულ შეჯიბრში 400-მდე კარატისტი მონაწილეობს. ამ ტურნირიდან შეირჩევა ახალგაზრდული ნაკრები, რომელიც 2024 წელს, საქართველოში გასამართ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. თბილისის ღია პირველობა დღეს უმცროსი ასაკის სპორტსმენების ასპარეზობით დასრულდება.
