საქართველო 86:10 შვეიცარია
რაგბი ევროპის 18 წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შვეიცარიას დიდი ანგარიშით, 86:10 აჯობეს და თასის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. ევროპის ზედიზედ 4-ჯერ ჩემპიონმა საქართველომ მეტოქეს 13 ლელო გაუტანა. ზურაბ ამონაშვილის გუნდი ნახევარ ფინალში ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება. შეხვედრა 14 ნოემბერს გაიმართება.