„ლუზიტანუში“ 0:22 „შავი ლომი“
რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე შეხვედრაში „შავი ლომი“ „ლუზიტანუშს“ შეხვდა და მეტოქე 22:0 დაამარცხა. ლევან მაისაშვილის გუნდმა ბონუს ქულაც მიიღო და თასის ნახევარფინალში თამაშიც გაინაღდა, რადგან ამ ეტაპისთვის ჯგუფი ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. პირველმა ქართულმა ფრანჩაიზმა პორტუგალიელებს 4 ლელო დაუდო. შავი ლომი შემდეგ შეხვედრას 18 ნოემბერს, კვიპროსში ისრაელის „თელ-ავივ ჰითსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
