ვითარება ფრონტის ხაზზე
უკრაინაში რუსული აგრესია გრძელდება. დღე ღამის განმავლობში ფრონტის ხაზზე 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა. საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად რჩება კუპიანსკის, ლიმანის, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართლებები. ხერსონზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი. უკრაინა შეტევით ოპერაციას აგრძელებს მელიტოპოლის მიმართულებით.
