ისრაელ-„ჰამასის“ ომი
„გავაგრძელებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს მთელი ძალით, გამარჯვებამდე. „ჰამასის“ ყველა წევრი სიკვდილისთვისაა განწირული“,- აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ ცახალის სამხედროებმა ღაზის სექტორი ალყაში სრულად მოაქციეს და „ჰამასის“ ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. საბრძოლო მოქმედებები ტარდება საავადყოფოთა კომპლექს ალ შიფას ტერიტორიაზე. ისრაელი კლინიკაში მყოფი პაციენტების, განსაკუთღებით კი ბავშვების ევაკუაციის პირობას დებს. მუქარის შემცველ მორიგ განცხადებას ავრცელებს დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერი.
