უცხო ქვეყნის დაკავებული 2 მოქალაქის სასამართლო დღეს გაიმართება
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დაკავებულებს ბრალდება უკვე წარედგინათ. ადვოკატის განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. სასამართლო სხდომა მედიისთვის დახურული იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე გუშინ დააკავა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტროშოკები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.
