ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“
ლიტერატურული კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს პროექტია, რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. სპეციალურმა ჟიურიმ წელს 10 მონაწილე შეარჩია - იმ თაობამ რომელსაც არ უნახავს აფხაზეთი იმპროვიზაციულ ტურში მიიღო მონაწილეობა რომელიც ციხისძირში ზღვასთან ახლოს, კასტელო მარეში გაიმართა. ათმა რჩეულმა ფინალისტმა წინასწარ განსაზღვრულ დროში თემაზე: სამი ფერი აფხაზეთი - ლიტერატურული ნაწარმოებები შექმნა. როგორი ფერი აქვს ახალი თაობისთვის აფხაზეთს, 10 რჩეული ამბის სახით წიგნადაც გამოიცემა
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
