საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს
საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა. პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
