სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ - შეფასებები
ხელისუფლებას კიდევ ერთი არგუმენტი აქვს, თუ რატომ არ უნდა ახორციელებდეს საქართველოს პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობათა უფლებამოსილებას. ეს არგუმენტი სალომე ზურაბიშვილმა „ქართულ ოცნებას“ გუშინ ფრანგულ მედიასთან გაკეთებული კომენტარით მისცა. ჟურნალისტი ვლადიმერ პუტინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინ პინის გასამართლებაზე მისი პოზიციით დაინტერესდა. მმართველი ძალა აცხადებს, რომ ზურაბიშვილის კომენტარი ამ თემაზე, შესაძლოა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის დამაზიანებელი აღმოჩნდეს. ოპოზიცია კი ხელისუფლების მხრიდან მანიპულაციაზე საუბრობს
