სპეკულაციები სტატუსის ირგვლივ
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ცალსახად ამ კვირის და არა მარტო ამ კვირის მთავარი თემაა, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ეს საკითხი მხოლოდ სიხარულის გაზიარებით არ შემოიფარგლება და დღის წესრიგში მათთვის დაუსრულებელი სპეკულაცია გრძელდება. სპეკულაცია თემაზე, ვისი დამსახურებაა კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა. არადა სწორედ ამ დასკვნაში გარკვევით წერია, რომ დაჩქარებული რეფორმების ტემპი დადებითი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. თუმცა სპეკულაციების მოყვარული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი ამ ჩანაწერს შეგნებულად არ კითხულობს. სამაგიეროდ ხელისუფლებას ამ ჩანაწერის გარდა სხვა არაერთი არგუმენტი მოჰყავს მორიგი სპეკულაციის გასაქარწყლებლად
სიუჟეტის ავტორი: ანა ბერძენიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
